OpenAI-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სემ ალტმანი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. ეს კომპანია ChatGPT-ის შემქმნელია. ამის შესახებ Reuters წერს.
როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, ალტმანი დირექტორთა საბჭოს მიერ ჩატარებული დეტალური ანალიზის შემდეგ გაათავისუფლეს. კერძოდ, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალტმანი არ იყო გულწრფელი ბორდთან ურთიერთობისას, რაც მას საკუთარი მოვალეობების შესრულებაში ხელს უშლიდა.
კომპანია ახალი გენერალური დირექტორის ძებნას დაიწყებს, მანამდე კი ალტმანის პოსტს OpenAI-ს ტექნოლოგიების დირექტორი მირა მურატი დაიკავებს.