ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა.
შენობა მოიცავს სპორტულ დარბაზს და მაყურებლისთვის გათვლილ სივრცეს. გარდა ამისა, მოეწყო გასახდელი და სპეციალური ოთახები.
მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 1 მილიონ 788 ათასი ლარი შეადგინა.
კომპლექსის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე , კახეთში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.