ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის თასზე გოლი გაიტანა და ბრატისლავის „სლოვანს“ სტუმრად „გალანტას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:0.
გურამ კაშია სანაკრებო თამაშებზეა გამოძახებული და, ცხადია, „სლოვანს“ ვერ ეხმარებოდა. კანკავა კი ბრატისლაველების ძირითად შემადგენლობაში იყო, მეასამელიგელთან შეუცვლელად ითამაშა და თავი გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა და ბრატისლაველება ტაიმი 1:0 მოიგეს. მეორე ნახევარში მასპინძლებს ორწუთიან მონაკვეთში მარკო ტოლიჩმა (49) და იარომირ ჟმრალმა (50) გაუტანეს.
ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალის საგზურ მოიპოვა, სადაც ვლადიმირ ვაისის ყოფილ კლუბს, „ჟილინას“ დაუპირისპირდება.