logo_geo
eng_logo
ძიუდო | ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ზაურ დვალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
- +

18 ნოემბერი. 2023. 19:57

 

 

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძიუდოში, ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ქართველმა ფინალში ბელგიელ იარნ დუიკს იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ფინალურ ბლოკში ქართული ფინალი გაიმართება – ოქროს მედლისთვის ერთმანეთს მძიმეწონოსნები, საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაუპიროსპირდებიან.

 

კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ნინო გულბანმა (70 კგ) და პორტუგალიელ ტაის პინასთან დამარცხდა.

 

18 ნოემბერს, შეჯიბრის დასკვნით დღეს ვაჟები – 81, 90, 100 და +100, გოგონები კი 70, 78 და +78 კგ-ებში გამოდიან.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა გოგონათა შორის 57 კგ-ში მოასპარეზე 18 წლის ნინო ლოლაძემ, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. 73 კგ-ში კოტე კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ ჰორჩანკოს სძლია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner