logo_geo
eng_logo
პია კაუმა: სასიამოვნო იყო საქართველში სტუმრობა, თქვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტია - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად დეკემბერში გადმოგეცემათ
- +

18 ნოემბერი. 2023. 20:37

 

 

ძალიან სასიამოვნო იყო საქართველში სტუმრობა, თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად დეკემბერში, რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს განუცხადა.

 

როგორც პია კაუმამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე განაცხადა, ეუთო საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის მხრივ.

 

მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე, საკუთარი თვალით გავეცანით სიტუაციას. ვნახეთ, როგორია, როდესაც სხვა ქვეყანა უკანონოდ ახდენს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, ვესაუბრეთ მოსახლეობას. იქ საკუთარი თვალით ვნახეთ სიტუაცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მისაღები და ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ.

 

ასევე სრულად გიჭერთ მხარს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში. თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების მხარდაჭერის კუთხით", - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner