logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ოპოზიციამ ყოველი რეკომენდაცია ერთგვარ პირობად თუ ულტიმატუმად შერაცხა და არასამართლიანად წაიყვანა პროცესი
- +

18 ნოემბერი. 2023. 20:55

 

 

სარეკომენდაციო სახის ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და ამაში მე ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ოპოზიციამ ყოველი რეკომენდაცია ერთგვარ პირობად თუ ულტიმატუმად შერაცხა და არასამართლიანად და არაობიექტურად წაიყვანა პროცესი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„როდესაც ევროკომისიისგან 12 რეკომენდაცია მივიღეთ, მყისიერად შევქმენით სამუშაო ჯგუფები, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია არ გაწევრიანებულა, იყო რამდენიმე გამონაკლისი და ამ ადამიანებს მადლობა, რომ თავიანთ თავში გამოძებნეს რესურსი, რომ ხელისუფლებასთან ეთანამშრომლათ. ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა საერთოდ არავითარი მონაწილეობა არ მიიღო სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

 

12 რეკომენდაციიდან გამომდინარე ჩვენ 107 საკანონმდებლო ინიციატივა მივიღეთ და არცერთ ოპოზიციონერს, არცერთ საკანონმდებლო აქტის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები და ამ საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, ეს უნდა გაიგოს ჩვენა ოპოზიციამ და ახალი 9 რეკომენდაციას, 9 ულტიმატუმად აღარ გადათარგმნოს“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner