logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე საუბრობს
- +

18 ნოემბერი. 2023. 20:57

 

 

ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე საუბრობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ დროს ჩატარდა გამოირჩეოდა იმით, რომ ის იყო თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი. ყველა ამოსავალი პრინციპი, რაც სამართლიან არჩევნებს ახასიათებს, დაცული იყო.

 

იმის შემდეგ, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ოპოზიციას ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, საერთოდ თემის გარეშე რჩებიან ადამიანები, სჭირდებათ ახალი მაცოცხლებელი ძალა და მიადგნენ ძველ თემას და წინ წამოწიეს ბარიერი. ერთი, ორი და სამი თვის წინ რატომ არავის ახსოვდა ბარიერი?!“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიცია გამარჯვების საკუთარ ფორმულაზე მუშაობს. ნაწილი ხელისუფლების დამარცხებას გაერთიანებაში ხედავს, მეორე ნაწილი კი ბარიერის დაძლევას დამოუკიდებლად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ერთ რამეს ამტკიცებს, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც 5%-ის გადალახვის შანსი აქვს, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის რიგებშია „სტრატეგია აღმაშენებელიც“. კვლევის შედეგები მმართველ პარტიას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიცია დასუსტდა და საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად დაკარგა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner