logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: კარგად ვიცი ზუგდიდის მოსახლეობის ყველა პრობლემა და სატკივარი
- +

ავტორი ანა ფერაძე

11 სექტემბერი. 2016. 01:39



„ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა  მერაბ ქვარაიამ „რეპორტიორთან"  საუბრისას აღნიშნა, რომ ზუგდიდში მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა „რეპორტიორს" განუცხადა, მმართველი გუნდი მოტივირებულია და  შემდგომშიც გაგრძელდება მოსახლეობაზე ზრუნვა პრობლემების მოსაგვარებლად.




„ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ზუგდიდის მოსახლეობასთან და ეს მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ვხვდებით და ვესაუბრებით ამომრჩევლებს.

 

მე ძალიან კარგად ვიცი ზუგდიდის მოსახლეობის ყველა პრობლემა და სატკივარი. ძირითადად, მოსახლეობას სოციალური პრობლემები აქვთ, არის ასევე დასაქმების პრობლემა, ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებზეც ჩვენ ვმსჯელობთ მოსახლეობასთან და როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე მმართველი პარტია მოტივირებულია, რომ შემდგომშიც გავაგრძელოთ აქტიური ზრუნვა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner