logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ბევრი გაცემული პირობა დაავიწყდა პრეზიდენტს, დაავიწყდა თავისი ამომრჩეველი, ზურგი შეაქცია მათ და ახლა იმ ხალხს ესაუბრება, რომელიც მას აძაგებდა
- +

18 ნოემბერი. 2023. 21:29

 

 

სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს, ფრანგულ მედიას ძალიან მიეძალა და ვფიქორობ, რასაც ახლა აკეთებს, აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში შეხვედრები გადაფაროს. ზურაბიშვილის მესამე თუ მეოთხე ინტერვიუა ფრანგულ მედიასთან და საოცარი არასამართლიანი აქცენტები აქვს”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ბევრი გაცემული პირობა დაავიწყდა პრეზიდენტს, დაავიწყდა თავისი ამომრჩეველი, ზურგი შეაქცია და ახლა ესაუბრება იმ ხალხს რომელიც მას აძაგებდა.

 

მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიოს,მე ნაკლებად მაღელვებს მისი სამომავლო გეგმები. ჩვენ ხელი გავუშვით ზურაბიშვილს, ოპოზიციას გადავაბარეთ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner