„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩინეთში ჩვენი ქვეყნის ცნობადობა არის მაღალი და შესაბამისად, პროდუქტისადმი უჩნდებათ ნდობა“, - ის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩინეთი არის ერთ-ერთი ტოპ საექსპორტო ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის, ამას მოწმობს სტატისტიკაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც კი მსხვილი ღონისძიებაა ჩინეთში, საქართველოდან საუკეთესო კომპანიები ესწრებოდნენ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
მან ჩამოთვალა ის პროდუქციები, რომლითაც ჩინეთში საქართველოს ყველაზე მეტად იცნობენ.
„პირველი არის ღვინო, შემდეგ თხილეული, სხვადასხვა ტიპის მინერალური წყალი და წვენი“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.