logo_geo
eng_logo
რაგბი | ნინიაშვილის ლელო და აფრასიძის ჯარიმა საფრანგეთის ჩემპიონატში
- +

19 ნოემბერი. 2023. 00:57

 

 

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში (TOP 14) მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველმა მორაგბეებმა ამჯერადაც გამოიჩინეს თავი.

 

დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონი“ სტუმრად „ოიონაქსს“ შეხვდა და 20:38 დამარცხდა. ლიონელები თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდნენ. 46-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა ლელოს გატანა კი მოახერხა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

„ლიონში“მხოლოდ ნინიაშვილმა ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში მესამე ლელო დადო. ბექა საღინაძე განაცხადში არ ყოფილა.

 

„ბაიონმა“ „პო“ დაამარცხა. მასპინძელთაგან თავი გელა აფრასიძემ გამოიჩინა, რომელიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთო, ბოლო წუთზე ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 35:16.

 

„პოს“ შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის იყო გურამ პაპიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner