უნგრეთმა უნდა უთხრას არა ევროპის ბრიუსელის მოდელს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის პრემიერი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია.
ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინა „სინათლის წლებით არის დაშორებული ევროკავშირისგან“.
ორბანმა დასძინა, რომ მათ არ უნდა დატოვონ ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალონ.
„ჩვენ უნდა ვთქვათ არა, რადგან ის არამდგრადია, მას მომავალი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბრიუსელი ანადგურებს ევროპას. ჩვენი ამოცანა იქნება ბრიუსელის მხრიდან მცდარი დაპირების გამოსწორება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“, - აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.