logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ჭუტაანებო, ყოველდღე ალაპარაკეთ ოთარა, რაც მეტს იყბედებს ჩიქორთული ქართულით, მით უარესი ე.წ. ოპოზიციისთვის
- +

19 ნოემბერი. 2023. 10:28

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პრეზიდენტის ძმის ოთარ ზურაბიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„მადამ პღეზიდანის ძმას ეკითხებიან, როგორ მიგიღეს საქართველოშიო?

ძალიან კარგად მიმიღეს, ყველა მეუბნება, შენღა გვაკლდიო.

 

***

გამაიყვანენ ხოლმე ამ ვინიტუ ინჩუჩუნას ჭუტაანები და ალაპარაკებენ უამრავ სისულელეს. გეგონება დიდი მჭევრმეტყველი ორატორი გვყავდეს.

 

ბოლო აფრაკობა ის იყო, რომ თქვა, პღეზიდანი გამოსავალს ეძებს, სააკაშვილი როგორ შეიწყალოსო, ეს რთული თემა არისო.

 

პღეზიდანს ვიღაცამ გაუმხილა, შენი შეწყალება ფუჭი იქნება, როგორც კი დავთარს ხელს მოაწერ, მეორე, მესამე და მეოთხე განაჩენს გამოუტანენ, ისევ ციხეში ჩატოვებენო.

 

იცის ვინიტუ ინჩუჩუნას დამ, ეს ოინი არ გაუვა, თორემ განა აქნობამდე არ შეიწყალებდა? თან სადღაც გულის კუნჭულშიც ეშინია, საპღეზიდანო სასახლიდან არ გამოაგდონ და საზღვრის იქით არ მიაიმასქნონ. ხო იცით, შიში მაინც ოხერია, პერიოდულად თვალებზეც ეტყობა, გამოპარულივით რო აცეცებს ხოლმე.

 

***

ჭუტაანებო, ყოველდღე ალაპარაკეთ ოთარა, რაც მეტს იყბედებს ჩიქორთული ქართულით, მით უარესი ე.წ. ოპოზიციისთვის, რომელიც მალე დაიკრძალება პოლიტიკურ პანთეონში“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner