საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეგობრული კავშირები სულ უფრო ვითარდება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ისრაელის თანამშრომლობას ტურიზმის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ელჩს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.