ავტორი ანა ნოდია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფასებს:
„მივესალმები პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის სწორ და სახელმწიფოებრივ პოზიციას. პრემიერის დამოკიდებულება უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობისადმი სრულად ემთხვევა საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოების დამოკიდებულებას პრობლემისადმი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს კიდევ ბევრი საკითხი აქვს გადასაწყვეტი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი გამონახავს დროს და უნივერსიტეტის კედლებში შეხვდება ჩვენს პროფესორებს და სტუდენტებს", - აცხადებს მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბრისას.
იხილეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=2172