შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.
მიზანი ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა. აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა დანაყოფის თანამშრომლები, უკვე მეოთხე წელია მონაწილეობენ. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა გაგრძელდება.