logo_geo
eng_logo
მადრიდში ამნისტიის კანონის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა
- +

19 ნოემბერი. 2023. 12:07

 

 

მადრიდში ათიათასობით ადამიანი კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა.

 

ხელისუფლების მონაცემებით, ამნისტიის კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციაში დაახლოებით 170 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ამნისტიის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის.

 

მადრიდში საპროტესტო აქცია მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. არიან დაკავებულები. პარალელურად, ბილბაოში ათასობით ადამიანმა ამნისტიის მხარდასაჭერი დემონსტრაცია გამართა.

 

ამნისტია ვრცელდება დაახლოებით 400 ადამიანზე, რომლებსაც კავშირი აქვთ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების მცდელობასთან.

 

საპროტესტო გამოსვლები ესპანეთში უკვე კვირაზე მეტია იმართება მას შემდეგ, რაც პედრო სანჩესმა მოიპოვა მხარდაჭერა ახალი ვადის უზრუნველსაყოფად.

 

სანჩესმა კოალიციური მთავრობის ფორმირება კატალონიურ და ბასკურ ნაციონალისტურ პარტიებთან გარიგებით შეძლო. ამისთვის კი მან გასცა ამნისტიის პირობა მათთვის, ვინც დაარღვია კანონი 2017 წელს, კატალონიის რეგიონის წარუმატებელი გამოყოფის მცდელობის დროს. თავად პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონი კატალონიაში დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner