„რასაც ვუყურებ შეფასებებს, არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია მზად არის ევრორეკომენდაციებზე სამუშაოდ“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„კვლავ დაიწყო სპეკულაციები, რომ ეს არის დათქმა და ამ დათქმების მიღების გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცემა, როდესაც ეს ასე არ არის. არსებობს თემატური, პროფილური კომიტეტები და რასაკვირველია, იქ მუშაობა გაგრძელდება. რაც იყო გეგმა და სტრატეგია - ქვეყნის დესტაბილიზაცია, იგივე რჩება უცვლელად მათ საქმიანობაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.