პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჰერდის თორგეირსდოტირის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„შიდა ზეწოლას რაც შეეხება, ჩვენ ყველანი ამის მომსწრეები გავხდით - პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც იქნა გაჟღერებული, დამტკიცდა, რომ მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება, თავად მოსამართლეები საუბრობდნენ ამ ყველაფერზე და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იქნა გამოყენებული", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას, კალაძის თქმით, ეს არ დამტკიცდა.
„ამას ამბობდა მხოლოდ პაპუაშვილი და მოსამართლეების მხრიდან არანაირი განცხადებები და მინიშნებები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა",- განაცხადა კახა კალაძემ.
„ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან", - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერდის თორგეირსდოტირიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას.