მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი თვეზე მეტხანს ვერ ითამაშებს ტრავმის გამო.
ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა კოლუმბიასთან (1:2) შესარჩევ მატჩში მიიღო. გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ვინისიუსს შეიძლება ექვსი კვირა გაუცდეს. წინა ჯერზე მსგავსი დაზიანების გამო მარჯვენა ფეხზე მან ოთხი კვირა გამოტოვა.
ვინისიუსი უკვე დაბრუნდა მადრიდში. ის დამატებით გამოკვლევას გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება უფრო ზუსტი დიაგნოზი.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ლა ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.