logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: დამნაშავე ძალა დღეს „ქართულ ოცნებას“ ეძახის რუსულ ხელისუფლებას. ის ხელისუფლება, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე, ყოველი წუთი პუტინისა და რუსული საქმის კეთება იყო
- +

19 ნოემბერი. 2023. 20:57

 

 

დამნაშავე ძალა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს „ქართულ ოცნებას“ ეძახის რუსულ ხელისუფლებას. ის ხელისუფლება, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე, ყოველი წუთი პუტინისა და რუსული საქმის კეთება იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

ცაგარეიშვილმა კოდორის ხეობისა დაკარგვის ფაქტი გაიხსენა და მაშინდელი ხელისუფლების ის ქმედებები, რომელიც სამართლებრივად წინ უძღოდა აღნიშნულს.

 

„ისევე როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აღდგენის შემთხვევაში ვნახეთ, აფხაზეთში სეპარატისტებსა და დამპყრობლებს, ოკუპანტებს, რა თქმა უნდა, მადა გაეღვიძათ და გადაწყვიტეს, ზემო აფხაზეთი ქვემო აფხაზეთს დაეკავშირებინათ და შემოემტკიცებინათ.

 

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო სიბრიყვეც და იყო ერთგვარი ღალატიც და ღალატი განსაკუთრებით მაშინ იყო, როდესაც იქ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები შეიყვანეს და თითქოს, გაამაგრეს იქაურობა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე, ყოველი წუთი პუტინისა და რუსული საქმის კეთება იყო.

 

„დამნაშავე ძალა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს „ქართულ ოცნებას“ ეძახის რუსულ ხელისუფლებას. ის ხელისუფლება, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე, ყოველი წუთი იყო პუტინისა და რუსული საქმის კეთება - ხალხის დარბევები, გაყალბებული არჩევნები, ტელევიზიების შტურმით აღება, ქართული მიწა-წყლის დაკარგვა“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner