logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: 2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია არცერთი სარჩელი, რომელიც უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემას
- +

19 ნოემბერი. 2023. 23:35

 

 

“2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია არცერთი სარჩელი, რომელიც უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემას. ამით ყველაფერი ნათქვამია”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის შედარებისას განაცხადა.

 

„ასევე, მაგალითად, CPT-ს („არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“) ვიზიტი - 2012 წლამდე რა იყო ჩაწერილი? რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა არის სისტემური პრობლემა. დღეს რა გვაქვს, მაგალითად 2022 წლის ჩანაწერში - არცერთი არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა ადმინისტრაციის მხრიდან. ასევე, დაფიქსირებული ის, რომ ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის არის ადეკვატური და ნორმალური ურთიერთობა. აი ეს არის ძალიან მოკლე შედარება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

მან სხვა მაგალითებიც მოიყვანა, ისეთები როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner