logo_geo
eng_logo
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
- +

20 ნოემბერი. 2023. 02:01

 

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალური შეხვედრა გამართა.

 

„ჯვაროსნები“ ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 1-3 დამარცხდნენ.

 

ანგარიში მე-4 წუთზე მასპინძლებმა ლე ნორმანდის გოლით გახსნეს. თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი ჩაკვეტაძის პასით გათანაბრება უკვე მე-10 წუთზე შეძლო. შეხვედრის მეორე ნახევარში, ესპანელებმა კვლავ მოახერხეს წინ გასვლა ერნან ტორესის გოლით, შემდეგ კი ლუკა ლოჩოშვილმა ავტოგოლი გაიტანა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ეს წლის ბოლო შეხვედრა იყო. ჩვენმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა. ჯგუფიდან კი ესპანეთი და შოტლანდია გავიდნენ. საქართველოს ნაკრებს ევროპის პირველობაზე გასვლის შანსი ერთა ლიგის მეშვეობით დარჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner