logo_geo
eng_logo
აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
- +

11 სექტემბერი. 2016. 11:19



რუსეთი და აშშ-ი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ ჟენევაში გამართული 14-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ხუთ დოკუმენტს მოაწერს ხელი.



აშშ-ისა და რუსეთის მთავარი დიპლომატების მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სირიაში ზავი ძალაში 12 სექტემბერს ღამის 12 საათზე უნდა შევიდეს. ამ დროიდან სირიის სამთავრობო ავიაციამ იერიშები უნდა შეწყვიტოს.



ჯონ კერიმ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმების წარმატების შემთხვევაში, სირიაში გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რაც ძალაუფლების გადაბარებას გულისხმობს.



თუ გეგმას კეთილსინდისიერად შევასრულებთ. თუ მხარეები გააკეთებენ ყვლაფერს რაც მათ ხელეწიფებათ, და შესრულებენ იმას რასაც ჩვენ მოვუწოდებთ, მაშინ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, რომელის დროსაც დიპლომატების ძალისხმევამ შესაძლოა, შედეგი გამოიღოს და სირიაში გარდამავალი ეტაპი დაიწყოს",- განაცხადა ჯონ კერიმ.



სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი და ვაშინგტონი ერთობლივ საკოორდინაციო შტაბს შექმნიან, სადაც მხარეების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული დაჯგუფებების წინააღმდეგ შეტევებს ერთად დაგეგმავენ.



ჩვენ შევქმნი ახალ ცენტ, რომელშიც ამერიკელი და რუსი სამხედროები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები პრაქტიკულ საკითხებზე იმუშავებენ. მათ შორის განაცალკევენ ტერორისტებს და ოპოზიონერებს. ამის შემდეგ კი რუსეთისა და აშშ-ის ავიაციის მიერ ტერორისტებზე დარტყმებზე შეთანხმდებიან",- განაცხადა სერგეი ლავროვმა.



 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner