„ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ არიან სათანადოდ ძლიერი ბარიერი გადალახონ და, შესაბამისად, აქვთ ამბიციური გეგმები. მეორე მხრივ კი, ისინი ითხოვენ ბარიერის დაწესებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„რასაკვირველია, ყველა კარგად ხვდება, რომ აქვთ პრობლემა ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არიან ზედმეტად ანგაჟირებულები ხშირ შემთხვევაში. აქვთ ამბიციური მოთხოვნები, რომლის უკანაც რეალურად არავითარი შესაძლებლობა არ დგას.
დაბალი ბარიერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული ქვეყნის ინტერესებისთვის“, - აღნიშნა სარჯველაძემ.