logo_geo
eng_logo
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა
- +

20 ნოემბერი. 2023. 13:07

 

 

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს დუშეთის საცხენოსნო კლუბ „300 არაგველის“ და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის ტარიელ ჩიხაშვილის პირადი ჩართულობით, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ მლაშეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ( 8 კმ. 5 წრე) გაიმართა.

 

დოღში მონაწილეობას, საქართველოს მასშტაბით, 14 მუნიციპალიტეტიდან იღებდნენ მხედრები. პირველი ადგილი მხედარმა დავით ფერაძემ დაიკავა, ხარაგაულიდან. მეორე ადგილი ერგო გიორგი ცინცაძეს ჩოხატაურიდან, ხოლო მესამე ადგილი - მირზა აფციაურს გუდამაყრიდან.

 

გაიმართა ასევე, შერეული ჯიშის ცხენების დოღი, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - სოსო რამიშვილი ჩოხატაურიდან, II მეორე ადგილი - ჯაბა ბერიძე ხარაგაულიდან, III ადგილი - იორამ იჭირაული, თუშეთიდან.

 

საპრიზო ადგილზე გასულ მხედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები, მედლები და ბრენდირებული ღვინოები გადაეცათ.

 

აღნიშნული დოღი წელს მეორედ გაიმართა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner