„თემურ ალასანიას ალბათ ვერ მოვთხოვთ, რომ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. მაგრამ როდესაც აფხაზებსა და ოსებზე ვსაუბრობთ, ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ჩემი აზრით, ყველამ უნდა დააძალოს თავის თავს, რომ ცოტა მეტი იფიქროს, სანამ ასეთ მკვახე ან მძიმე განცხადებებს გააკეთებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„თან ერთი მხრივ ამტკიცებენ - „არა, რა სისულელეა, ომი ვის უნდოდა“, მეორე მხრივ -დგანან და ამბობენ, ომის გარეშე ვერ დავიბრუნებთო. იქით მხარეს ხალხი გვისმენს. ყოველი ასეთი სულელური, უპასუხისმგებლოდ გაკეთებული განცხადება აღქმული არის ძალიან მწვავედ, იმიტომ რომ იქ არავინ იცის, რომ თემურ ალასანიას საბედნიეროდ არავინ არაფერს ეკითხება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დავითულიანმა.
ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს.