logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: თემურ ალასანიამ, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი დააანონსა თავისი განცხადებით და დემოკრატიის სახელს დაუკავშირა
- +

20 ნოემბერი. 2023. 14:26

 

 

„[თემურ ალასანიამ] თქვა, რომ აქ [საქართველოში] მასობრივად უნდა დავერიოთ ერთმანეთს და ეს იქნება პლურალიზმის საუკეთესო გამოვლინება. ფაქტობრივად სამოქალაქო ომი დააანონსა თავისი განცხადებით და დემოკრატიის სახელს დაუკავშირა“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„პოლიტიკას აგრძელებს და ამჟამადაც აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“ უკიდურეს რადიკალიზმს, საზოგადოების გახლეჩას. ის მოწოდებები რაც ისმოდა, მათ შორის უკრაინიდან, ამათი [„ნაციონალური მოძრაობის“] წაქეზებითაც იყო, რომ დროა გავისეირნოთ აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს არის ერთი ჯაჭვი ერთი პოლიტიკისა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეალიზდებოდა. ხელისუფლებაში არ ყოფნის დროს ვერ აკეთებენ ამის რეალიზაციას, მაგრამ განუხრელად ამის მცდელობა გააჩნიათ. ამ განცხადებით მან [თემურ ალასანიამ] თქვა, რომ აქ [საქართველოში] მასობრივად უნდა დავერიოთ ერთმანეთს და ეს იქნება პლურალიზმის საუკეთესო გამოვლინება. ფაქტობრივად სამოქალაქო ომი დააანონსა თავის განცხადებით და დემოკრატიის სახელს დაუკავშირა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner