ბანგლადეშის ჩრდილოეთით, შესაფუთი მასალების დასამზადებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა.
„BBC"-ის ცნობით, ხანძარი ერთ-ერთი ქვაბის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების დროს შენობაში დაახლოებით 100 პირი იმყოფებოდა.
ბანგლადეშში ტანსაცმლის მწარმოებელი უამრავი ქარხანაა განთავსებული. უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო ქვეყანა ამ მხრივ ხშირად აწყდება პრობლემებს.
2013 წელს, ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.