logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე თემურ ალასანიას განცხადებაზე: მათ გულში და ტვინში აქვთ დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ, რომ კიდევ მეტად გახლიჩონ და დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთთან
- +

20 ნოემბერი. 2023. 15:36

 

 

„ისინი წლებია და შეიძლება ითქვას, ათწლეულებიც კია, ყოფენ და ხლეჩენ საქართველოს. გაერთიანებული საქართველო ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მათ ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ არის, ისინი საუბრობენ იმას, რაც გულში და ტვინში აქვთ და გულში და ტვინში მათ აქვთ გახლეჩა, დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ მათ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ, რომ კიდევ მეტად გახლიჩონ და დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთთან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მდინარაძის განცხადებით,  ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. მისივე თქმით,  ერთადერთი გზა არის მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს.

 

„ისინი ძალიან ხშირად დეზინფორმაციას უწოდებენ ხოლმე იმას, რომ ვიღაცები ომისკენ არ მოგვიწოდებდნენო, საერთოდ ასეთი ნარატივი არ არსებულაო, ვინ თქვაო ესო. ავიწყდებათ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები, მათი პირდაპირი და ირიბი მოწოდებები, მაგრამ ამავე დროს თავად წამოსცდებათ ისეთი რაღაც, ან შეგნებულად აკეთებენ ამას, შეიძლება არც კი წამოსცდებათ, რომ ომისკენ მოწოდებები ისევ ახლად დგება ხოლმე განახლებულად დღის წესრიგში. ეს მათი ნარატივია. იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე, ან იმიტომ აკეთებენ ამას სპეციალურად, რომ ეს არის მათი ნარატივი. ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. ხან უკრაინის ხელისუფლები კონკრეტული წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ხან ჩვენი თანამემამულეები ოღონდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ახლა თემურ ალასანიამ პირდაპირ თქვა, კრებსითად მოახერხა იმის თქმა, რაც უნდათ წელიწად ნახევარია. საქართველო ისეთ შეცდომებს თავისი დების და ძმების წინაშე რაც დაუშვა, აღარასდროს დაუშვებს იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. მხოლოდ ტერიტორიებს კი არა, ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი ურყევი და ამ გზას ვერავინ გადაუვა, მკაფიო არის ის, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაიბრუნებს მშვიდობით, შერიგებით, პატიებით და არა სხვა ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა- მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner