logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით
- +

20 ნოემბერი. 2023. 15:49

 

 

„2025 წლამდე ჩემს ქალაქს და თბილისელებს ვემსახურები“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას მის სავარაუდო პრემიერობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის წყარო მიხეილ სააკაშვილია.

 

მისივე თქმით, დასასრულებელია დედაქალაქში მიმდინარე არაერთი რეფორმა და პროექტი.

 

„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner