logo_geo
eng_logo
კუდგაბარებულთა დოღი
- +

20 ნოემბერი. 2023. 16:12

 

 

ეს ძველ დროში იყო ძნელი აგენტის გამოვლენა. ახლა ყველას შუბლზე აწერია, თანაც დიდი ასოებით. მეტიც, თუ ამ საძრახისი სტატუსის დამგმობ გამჭოლ მზერას მიაპყრობ, აქეთ დაგამუნათებს, შენ მე რუსეთის აგენტი ხომ არ გგონივარ, დიღომში ჭრელი დროშა რომ ფრიალებს, იმ დიდი შენობის ტალანების მუდმივი საშვი მიდევს გულის ჯიბეშიო.

 

იმ საქციელით, რაც ჩვეულებრივი, ადამიანური ნორმებით სამარცხვინოდ ითვლება, ადრეც ბევრს მოუწონებია თავი. თემა არახალია. საფრანგეთის სამეფო კარის ფავორიტი, მადამ დე პომპადური,  მისკენ ალმაცერად მზირალ მავანს და მავანს, თურმე, თანამედროვე ქართველი კუდგაბარებულების „შინაგანი ლოგიკით“ გადაასხამდა ხოლმე ცივ წყალს - „მონ შერ, მთავარი ის კი არ არის, რომ გჟიმავენ, მთავარია - ვინ გჟიმავს“. მაგრამ მაშინ ასეთები თითებზე ჩამოსათვლელი გამონაკლისები იყვნენ.

 

ამ „გახსნილმა თამაშმა“ აშკარა პრობლემები შეუქმნა „სტრატეგიულ პარტნიორს“. ჭადრაკის დაფაზე უჯრედები აშკარად არ ჰყოფნით ქვეყნის დამაზიანებელთა განსალაგებლად. უფიქრიათ, უფიქრიათ და ახალი დავალება გაუციათ - დაჯგუფდით და საარჩევნო მარათონში ჩაებითო. ვიღაცებს დაუწუწუნიათ, მერე ხუთი პროცენტიო?! იმათ კიდევ - რით ვერ გაიგეთ, არჩევნებს ვერც ასე ვიგებთ და ვერც ისე, საბრძოლო მზადყოფნა მეორე დღისთვის არის გამოცხადებული, მე-ო-რე დღის-თვის-ო, ვახ(!). მერე მრავალმნიშვნელოვნად დაუმატებიათ, ხომ დავაანონსეთ, ელექტრონული არჩევნები გაყალბების წინაპირობააო?

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორბელიანის სასახლის ლეგიტიმაციადაკარგულ დიასახლისს უბრძანებია, გეგმა იცვლება, სხვა სახის ძირგამომთხრელობას ვიწყებ, საარჩევნო მარათონში უნდა ჩავებაო და პირველი მესიჯიც გამოუცხვია - ქარ­თველ ხალ­ხს მივ­მარ­თავ, დაეთანხმოს იმ პოლი­ტი­კას, რო­მელ­საც მივ­ყვე­ბიო...“

 

ხედავთ, ხალხო, ჩვენგან ითხოვს, უფრო სწორად, მოითხოვს მხარდაჭერას... ერთი ეპიზოდი მახსენდება ცნობილი ქართული ფილმიდან „ხარება და გოგია“: მედუქნე ილოს ჩაფრები მოსთხოვენ, ჩვენთან უნდა ითანამშრომლოო... ჰოდა, ეს უწყინარი კაცი ერთს ჩაიბურდღუნებს, „ამათ ჩემი გაბოზება უნდათო“, წინსაფარს მოიხსნის, დუქანს დაკეტავს, გუდა-ნაბადს აიკრავს და უსამართლობასთან მებრძოლი ბიჭების რაზმს შეუერთდება.

 

ეჰ, მადამ დე... სალომეა... მოკლედ გეტყვით - მედუქნე ილო მართალი კაცია, რადგან ღმერთისგან დალოცვილ გზას არის შემდგარი(!)... მაგრამ... თქვენ ამას ვერ გაიგებთ...

 

ბიძინა  დვალი

19.11.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner