logo_geo
eng_logo
საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ხმის მიცემა სომხეთში შეეძლებათ
- +

11 სექტემბერი. 2016. 11:30



რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ვასილი ლიხაჩოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ხმის მიცემას სომხეთში, გიუმრიში შეძლებენ.



მისი თქმით, რუსი ამომრჩევლებისთვის თბილისში შვეიცარიის საელჩოში საარჩევნო უბნის გახსნა შეუძლებელია.



იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები და ზოგადად ურთიერთობების დამყარება ხდება თბილისში შვეიცარიის მისიის შუამდგომლობით. ურთიერთობების პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე, იქ შეუძლებელია საარჩევნო უბნის ორგანიზება. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მთელი ელექტორატი რეგისტრირებულია გიუმრიში, სომხეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა ვასილი ლიხაჩოვმა.



რუსეთის დუმის არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner