logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: რომ არა 2012 წლის რევოლუციური არჩევნები, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა და „ქართული ოცნება“, დღეს სად ვიქნებოდით სრულიად საქართველო, ძალიან მძიმეა ამაზე ფიქრიც კი
- +

20 ნოემბერი. 2023. 18:29

 

 

„რომ არა ის 2012 წლის მართლა რევოლუციური არჩევნები, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა და „ქართული ოცნება“, დღეს სად ვიქნებოდით, ჩვენც და სრულიად საქართველო, ძალიან მძიმეა ამაზე ფიქრიც კი“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„არის ასეთი გამონათქვამი - არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო. არ არსებობს ამ ადამიანების [„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების] გამოსწორება, ან მათი იდეოლოგიის. დეპოლარიზაცია ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო ევროპელი კოლეგების მხრიდან და ალასანიას თუ ვკითხავთ, სააკაშვილს, ან „ნაცმოძრაობას“, დაპირისპირება, ჩხუბი, არეულობა, ეს ყოფილა დემოკრატია. ჩვენს ქვეყანაში თურმე რაც უფრო მეტი უბედურება მოხდება, ის არის დემოკრატია. ამ კუთხით, იდეალური დემოკრატია ყოფილა 1991-1992 წლებში, თბილისი რომ დაინგრა ქართველების ხელით და იდეალური დემოკრატია ყოფილა სამოქალაქო ომი. დღეს თუ ვინმე ცდილობს, პირი მოწმინდოს მიხეილ სააკაშვილს, მისი ქმედებები პატრიოტულად შეაფასოს, მოდი კარგად გადახედონ ისტორიას და ნახონ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ რა მოუტანა საქართველოს. რომ არა ის 2012 წლის მართლა რევოლუციური არჩევნები, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა და „ქართული ოცნება“, დღეს სად ვიქნებოდით, ჩვენც და სრულიად საქართველო, ძალიან მძიმეა ამაზე ფიქრიც კი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner