საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, სამუშაო ვიზიტით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში იმყოფება.
კომიტეტის თავმჯდომარემ და მინისტრმა ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით გამართულ უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით Going Global 2023 მიიღეს მონაწილეობა, რომლის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებმა და ლიდერებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრთან აიმან აშურთან, რომლის დროსაც ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.