logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: თემურ ალასანია თავისი განცხადებებით ადასტურებს, რომ არათუ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა დავუშვათ, ქვეყნის მართვაში მათი მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია
- +

20 ნოემბერი. 2023. 19:58

"ის უბრალოდ თავისი ახალი განცხადებებით და გამონათქვამებით ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ არამც თუ მისი ოჯახის წევრების, უფრო ფართოდ „ნაცმოძრაობის“ და მსგავსების დაბრუნება ხელისუფლებაში, არამედ ქვეყნის მართვაში მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია," - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ თემურ ალასანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში მავნებლობით სახელგანთქმულია.

 

„ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს მტრობას საკუთარი ქვეყნისადმი, მტრობას საკუთარი სამშობლოს მშვიდობიანი, სტაბილური აწმყოსა და მომავლისადმი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პოლიტიკურად, რათა ამ ადამიანებს ქვეყნის ბედის მართვაში არავითარი ბერკეტი არ ჰქონდეთ, ვინაიდან ისინი ძალიან, ძალიან საშიშნი არიან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner