"სააკაშვილი რაც მეტს ლაპარაკობს 7 ნოემბერთან დაკავშირებით, რომელიც ტოქსიკური თემაა, მით მეტად ეფლობა იმ ჭაობში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ჰქვია," - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
„ეს შეურაცხმყოფელიც კია საქართველოს მოსახლეობის. განცხადებების დინამიკას თუ დააკვირდით, იყო პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ლიდერიანად რაღაცისთვის ბოდიშს იხდიდა. იყო საუბარი იმაზე, რომ თავის დროზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და გადადგაო. ახლა შემოთავაზებულია, რომ არაფერი მისი ბრალი არ ყოფილა და სხვისი ბრალი იყო. თუ სხვისი ბრალი იყო, რატომღა გადადგა და მოკლედ, ბევრი კითხვა იბადება. რაც მეტს ლაპარაკობს ამ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ტოქსიკური თემაა, მით მეტად ეფლობა იმ ჭაობში, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა“, - განაცხადა სარჯველაძემ.