უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირტ ზელენსკიმ პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა.
"ჩვენი სახელმწიფოსთვის ახალი თავდაცვითი პაკეტია შეერთებული შტატებიდან. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია - ჭურვები, რაც ახლა საჭიროა", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, როდის უნდა გამოცხადდეს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი.