logo_geo
eng_logo
აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
- +

21 ნოემბერი. 2023. 01:44

აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ეს სამხედრო დახმარების 51-ე პაკეტია, რომელიც უკრაინას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს რეზერვიდან 2021 წლის აგვისტოდან მიეწოდება.

 

 

აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სხვა აღჭურვილობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner