აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს სამხედრო დახმარების 51-ე პაკეტია, რომელიც უკრაინას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს რეზერვიდან 2021 წლის აგვისტოდან მიეწოდება.
აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სხვა აღჭურვილობას.