logo_geo
eng_logo
აშშ-ის ხაზინის მდივანი: უკრაინისათვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის
- +

21 ნოემბერი. 2023. 01:37

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

 

 

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება მიეწოდოს უკრაინასა და ისრაელს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინამ წააგოს ბრძოლა შიდა ფრონტზე, რადგან მას არ აქვს საკმარისი ფული მასწავლებლების ან პირველადი დახმარების სამსახურების მხარდასაჭერად, როდესაც იგი გაბედულად იბრძვის ბრძოლის ველზე", - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.

 

 

ჯანეტ იელენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა "სრულად დამოკიდებულია ამ დახმარებაზე".

 

 

იელენმა დასძინა, რომ თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, მისი შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს ნატოს ერთ-ერთი მოკავშირე.

 

 

"ეს არის პრეზიდენტის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მნიშვნელოვანიპრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner