logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში: ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მოწმენი ვართ, რაც უპრეცედენტოა
- +

21 ნოემბერი. 2023. 01:19

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიო ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის დანაკარგების უპრეცედენტო დონის მოწმეა.

 

 

ანტონიო გუტერეშის თქმით, ღაზაში მიმდინარე ომს ათასობით ბავშვი ემსხვერპლა.

 

 

"ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მოწმენი ვართ, რაც უპრეცედენტოა ნებისმიერ კონფლიქტში, მას შემდეგ, რაც მე გენერალური მდივანი გავხდი", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner