თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო უნივერისტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„გიორგი კვირიკაშვილს შემიძლია ვუთხრა, საარჩევნო პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და ამ კუთხით მზადყოფნაა. კანდიდატურის მოხსნას რაც შეეხება, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, თუმცა რამდენჯერმე მქონდა საუბარი ამ თემაზე გაფრინდაშვილთან. ამ ბოლო დროს არც სენატის წარმომადგენელს და არც გაფრინდაშვილს აღარ დავკონტაქტებივარ. სენატის გადასაწყვეტია, გამართავს თუ არა სხდომას, გამოსავალი არის მხოლოდ მოქმედი კანონი. ამ ეტაპზე წესდებიდან გამომდინარე პროცედურები უნდა დასრულდეს. თუ მოხსნის კანდიდატურას გაფრინდაშვილი, აკადემიურმა საბჭომ ხელახლა უნდა გამოაცხადოს კონკურსი, თუ არ მოხსნის კანდიდატურას, სენატმა უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება", - განაცხადა ლადო პაპავამ.
მისი თქმით, უნივერსიტეტში „ოდეერების" არსებობის შესახებ საკითხის გამწვავების შემდეგ გაიგო.