logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საკუთარი ინტერესების სამსხვერპლოზე შეუძლიათ მიიტანონ მთელი ქვეყნის და მთელი ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები
- +

21 ნოემბერი. 2023. 11:17

 

 

„საკუთარი ინტერესების სამსხვერპლოზე შეუძლიათ მიიტანონ მთელი ქვეყნის და მთელი ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, თემურ ალასანიას განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„გასაგებია, რომ ეს არის სრულიად მორალისგან დაცლილი ადამიანების ერთობლიობა, რომლისთვისაც არის მხოლოდ და მხოლოდ მათი მერკანტილური ინტერესი და ამ ინტერესების სამსხვერპლოზე შეუძლიათ მიიტანონ მთელი ქვეყნის და მთელი ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ომის გამოცხადებასაც არ მოერიდებიან, ეცდებიან, რა თქმა უნდა, ამ აზრის პრომოუტირებას, მარტო იმიტომ, რომ ემოციებზე ითამაშონ და შედეგად ქვეყანა ცეცხლის ალში გახვიონ. ეს მარტო იმიტომ, რომ ამით ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner