logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ბარიერის დაწევაზე საუბარს არანაირი საფუძველი და ობიექტური მოცემულობა არ გააჩნია
- +

21 ნოემბერი. 2023. 11:19

 

 

„ბარიერის დაწევაზე საუბარს არანაირი საფუძველი და ობიექტური მოცემულობა არ გააჩნია“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იქნება თუ კლუბი, ვინც ამ საკითხზე ჯერ კიდევ საუბრობს, ის ფაქტობრივად აღიარებს, რომ არანაირი იმედი არა აქვს იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მომდევნო არჩევნების პირობებში მოხვდეს და ეს ბარიერის ამბავი კი არ არის, იმ უპასუხისმგებლო და ურეიტინგო საქმიანობის შედეგი იქნება, რომელსაც ეს პოლიტიკური კლუბები ეწევიან“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner