logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: საინფორმაციო სააგენტო „იქსნიუსი“ იწყებს საახალწლო საქველმოქმედო აქციას „ჩვენც დავბერდებით“
- +

21 ნოემბერი. 2023. 11:48

 

 

საინფორმაციო სააგენტო „იქსნიუსის“ დამფუძნებელი ნინო ჯღარკავა საქველმოქმედო აქციის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

 

„საინფორმაციო სააგენტო „იქსნიუსი“ იწყებს საახალწლო საქველმოქმედო აქციას „ჩვენც დავბერდებით“.

 

მოდის ახალი წელი, რომელიც ბავშვსაც და მოხუცსაც ერთნაირად უხარია. მერიები, გამგეობები, ბიზნესმენები საახალწლოდ მუდამ ეხმარებიან სოციალურად დაუცველ ბავშვებს,  უპატრონო ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან დედებს, ყველაზე ნაკლებად კი - მიტოვებულ მოხუცებს. ჩემი სურვილია, თქვენი დახმარებით ახალი წელი გავულამაზოთ იმ ადამიანებს, ვინც  სიბერეს ასეთ სახლებში ატარებენ, მიავიწყდათ შვილებს, შვილიშვილებს, ზოგს უბრალოდ აღარავინ დარჩა.

 

არავინ იცის, ცხოვრება რას გვიმზადებს, ვის რა სიბერე გველის. ჰოდა, გულით მინდა, ასეთ მოხუცებს ვესტუმრო და გავახარო. ვნახოთ, როგორ წვლილს შეიტანთ, ჩემებო, ყველას გთხოვთ, ვისაც რა  გემეტებათ, ის ჩავრიცხოთ. მე ყველა ჩარიცხულ თანხებს გავასაჯაროებ. პროდუქტებით თუ საახალწლო ნობათებით ვესტუმრებით მოხუცებულთა სახლებს, ჩემს მეგობრებთან ერთად, გადავიღებ ვიდეოებს და გამოვაქვეყნებ „იქსნიუსზე“.

 

მე მგონი, ასეთ მადლიან საქმეს ბევრს ვერ გავაკეთებთ. ვნახოთ, რა თანხა შეგროვდება და რამდენი ადამიანის გახარებას შევძლებთ, ზოგს წამალი დასჭირდება, ზოგს - ტკბილეული. ავუხდინოთ სურვილები ჩვენს მოხუცებს და გვახსოვდეს, რომ ჩვენც აუცილებლად დავბერდებით!

 

ესეც საბანკო რეკვიზიტი, მიუთითეთ ქველმოქმედებისთვის - GE63BS0020000019645379“, - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner