„მიხეილ სააკაშვილი რომ ყოვლად უპრინციპო და ამორალური ადამიანია ეს სიახლე ამ ქვეყანაში არავისთვის არ არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ის არის ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ჯერ აგენტს ეძახდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა და ახლა სთხოვს, რომ შეიწყალოს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ეს მისი დისკრეციაა, ეს მისი გადასაწყვეტია. მან ერთხელ თქვა, რომ „არა და არასდროს“. თუ შეიცვლის ამ პოზიციას, ის გახდება თანაზიარი იმ დანაშაულების და იმ პასუხისმგებლობების, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. იმიტომ რომ ამ ადამიანს არაფერი მონანიების არ ემჩნევა“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.