„სააკაშვილი რომ ზურაბიშვილზე სიხარულით საუბრობს, ეს უკვე დიაგნოზიც არის და დიაგნოზზე უფრო მეტად სასჯელი და ვერდიქტიც არის“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„როგორ უნდა მოახერხოს ეს ადამიანმა, ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს აღარ უჭირს მსგავს უხერხულ მდგომარეობებში საკუთარი თავის ჩაყენება. მე მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ის შეწყალებისგან თავს შეიკავებს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გახდება ყველა იმ მძიმე დანაშაულის თანამზრახველი, რაც სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ აქვს ჩადენილი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.