logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმატებული რომ იყოს, ობიექტურად რომ შევაფასოთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაცების ტელევიზიები დაიხურება, მაგრამ ეს არ მოხდება. დემოკრატია მსხვერპლს მოითხოვს
- +

21 ნოემბერი. 2023. 14:39

 

 

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმატებული რომ იყოს, ობიექტურად რომ შევაფასოთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაცების ტელევიზიები დაიხურება. ეს ასე არ მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული ის, რომ კი, დეზინფორმაციას ავრცელებენ ეს ტელევიზიები უმეტესწილად, მაგრამ დემოკრატია მოითხოვს მსხვერპლს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დეზინფორმაციის ხარისხი შემცირდეს და ამავდროულად ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეთ.

 

„ამ მსხვერპლზე ჩვენ მივდივართ და კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რა მსხვერპლზე უნდა ვიაროთ და რა გზაზე და შესაბამისად პლურალიზმს არა მხოლოდ კონსტიტუციურ პრინციპად და მერე დაბალანსებას კონსტიტუციურ პრინციპებში განვიხილავთ და ბარიერთან მიმართებაში, არამედ აზრის გამოთქმასთან და მის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც და ამიტომ, საზოგადოებამ რომ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, ტყუილი და მართალი,  ამიტომ, თქვენც, რაც შეიძლება თავისუფლად, როგორც დღეს გეძლევათ საშუალება, ასე უნდა მოგეცეთ მუშაობის საშუალება. ამიტომ ეს ცოტა რთული ამოცანაა, თუმცა სახელმწიფო და ჩვენ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დეზინფორმაციის ხარისხი შემცირდეს და თან თქვენ არაფერი დაგიშავდეთ. ვიაროთ ისე, რომ ვიღაცამ არ დაარქვას ამას შეზღუდვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner