logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს: თქვენ რომ მოქალაქეებს აბულინგებთ, იმათ არ ჰყავთ ოჯახი თუ ღირსების შებღალვა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არსებობს?
- +

21 ნოემბერი. 2023. 16:33

 

 

„რა ოხერი რამეა კარმა, არა? ლЯკა ხოშტარიასა და გირჩ ზურაბას სახლთან გაუკრეს ფოტოები, მათი რეალური სახის გამოხატულებით“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სახლებთან გაკრული პლაკატების შესახებ სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერები, ხოშტარია და ჯაფარიძე, თავად აბულინგებენ საზოგადოებას და მოღალატეებს უწოდებენ მათ, შესაბამისად, რაც დათესეს, იმას იმკიან.

 

„რა ოხერი რამეა კარმა, არა?

 

ლЯკა ხოშტარიასა და გირჩ ზურაბას სახლთან გაუკრეს ფოტოები, მათი რეალური სახის გამოხატულებით…

 

ახლა, ირბინეთ ტელევიზიებში და აპროტესტეთ - სახლი და ოჯახი რა შუაშიაო…

 

თქვენ რომ მოქალაქეებს აბულინგებთ, სხვადასხვა ვებგვერდზე აქვეყნებთ და მოღალატეებს უწოდებთ, იმათ არ ჰყავთ ოჯახი თუ ღირსების შებღალვა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში არსებობს?

 

რასაც დასთესთ, იმას მოიმკით და ფრთხილად, იმაზე მეტი არ მიიღოთ, რასაც რეალურად იმსახურებთ…“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner